პროტესტის ეპიცენტრი ისევ გუმათი ხდება - "ნამაჰვანჰესის" მოწინააღმდეგეები ხეობის ჩაკეტვას აპირებენ

27.05.21 00:43
პროტესტის ეპიცენტრი ისევ გუმათი ხდება - "ნამაჰვანჰესის" მოწინააღმდეგეები ხეობის ჩაკეტვას აპირებენ

პროტესტის ეპიცენტრი ისევ გუმათი ხდება - სოფელ ტვიშსა და გუმათში გზების გადაკეტვას აპირებენ. ეს გზა უნდ გაიარონ  კომპანია "ენკას" თანამშრომლებმა. 

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გზა მხოლოდ კომპანია ,,ენკას" სპეცტექნიკისთვის იქნება გადაკეტილი. მოსახლეობა კი გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებს. 

სხვა არაფერი დაგვრჩენია, რომ ფიზიკურად დავდგეთ აქ. რიონის ხეობა მხოლოდ კომპანია „ენკასთვის“ სრულად ბლოკირებული იქნება"- თქვა გოლეთიანმა. 

"რიონის მცველების" ერთ-ერთი ლიდერი მედიასთან ამბობს, რომ აქციის მონაწილეები არსად შეჭრას არ აპირებენ: 

ჩვენ არავისზე იერიში არ მიგვაქვს, მშვიდობიანად ვმოქმედებთ. ყველა შესაძლო მცდელობა იმისა, რომ შეგვეჩერებინა ეს პროცესი მშვიდობიანად და უბრალოდ ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა ის, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი და უკანონო ქმედებები უკან წაეღოთ. ვხედავთ, რომ ბოლომდე ცდილობენ იმას, რომ გაიტანონ თავისი, ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არა ის, რომ ფიზიკურად დავდგეთ აქ და არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ კომპანიამ მუშაობა გააგრძელოს.  ჩვენ არ ვაპირებთ, რომ სადმე შევიჭრათ. თუკი დაგვიპირისპირდებიან და აქ გადმოვლენ, ეს ჩვენთვის უცხო არ არის“, - განაცხადა გოლეთიანმა. 

მსგავსი სიახლეები