რიონის ხეობის მცველები "ენკას" თანამშრომლებს ტერიტორიაზე არ უშვებენ -ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

27.05.21 11:17
რიონის  ხეობის მცველები "ენკას" თანამშრომლებს  ტერიტორიაზე არ უშვებენ -ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

სოფელ გუმათში რიონის ხეობის მცველების  პროტესტი გრძელდება. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანიის ტერიტორიაზე ,,ენკას" თანამშრომლებს  არ უშვებენ.

ადგილზე საპოლიციო ძალების უპრეცენდენტო მობილიზებაა. ტერიტორიაზე შეყვანილია სპეცტექენიკა და წყლის ჭავლის მანქანებიც. გომელაურის უწყების თანამშრომლები მობილიზებულები არიან როგორც გუმათის შესასვლელში, ასევე, კომპანია „ენკას“ შენობაშიც.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი, ამბობს, რომ პოლიციის ასეთი სამზადისის მიუხედავად, რიონის მცველები  პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. 

ჩვენ ვეცდებით ყველა შემთხვევაში, რომ შევაჩეროთ კომპანიის მუშაობა ორივე მხრიდან ჩაკეტილი ხეობაში. გაკონტროლდება უშუალოდ კომპანიის სპეცტექნიკა და მანქანა, რომ არ გადაადგილდნენ, რაც შეეხება მოსახლეობას და გამვლელებს, არ შეექმნება არავის პრობლემა გადაადგილების, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.