ბლოკის შექმნა და 50 %-იანი ბარიერი საკრებულოს მაჟორიტარებისთვის - არასაპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა

27.05.21 11:46
ბლოკის შექმნა და 50 %-იანი ბარიერი საკრებულოს მაჟორიტარებისთვის - არასაპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა

ბლოკის შექმნის შესაძლებლობა და 50 %-იანი ბარიერი საკრებულოს მაჟორიტარებისთვის - არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის. საკუთარი წინადადები მათ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე გააცნეს. არასაპარლამენტო ოპოზიციის და კახა კუჭავას შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო ინტერესი, რაც ჩვენ დავინახეთ, რომ ამ საკითხებზე კომპრომისი მოიძებნოს. ქართული პოლიტიკა არის ორპარტიული და ამაზე ყველა საუბრობს, რომ აი, ამ ორი დიდი ცენტრის არსებობა არ წაადგება არც ქვეყანას და არც სტაბილურობას, ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ, რომ მცირე პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ მრავალმილიონიანი სპონსორები, მიეცეთ დაბლოკების საშუალება. გარდა ამისა, არის სხვა საკითხები, რომელზეც შეგვპირდნენ, რომ მეორე მოსმენის დროს იქნება გათვალისწინებული, - ამბობს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა. 

გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე არასაპარლამენტო ოპოზიციის წინადადებებს, ჯერ-ჯერობით უცნობია.