სოფელ გუმათში რკინის ჯებირების დაზიანების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

27.05.21 12:05
სოფელ გუმათში რკინის ჯებირების დაზიანების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

 შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას გომელაურის უწყება ავრცელებს. საქმე ეხება სოფელ გუმათში განთავსებულ რკინის ჯებირებს, რომელიც პოლიციამ რიონის მცველების პროტესტის წინააღმდეგ აღმართა.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგანს ურტყამდნენ. სამინისტრო
დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს
, - ნათქვამია შსს განცხადებაში.

უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.