საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდა

13.07.23 19:48
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდა. აღდგომის შემდეგ დღეს იყო მეორე დიდი საეკლესიო დღესასწაული, როცა წირვა ილია მეორეს გარეშე ჩატარდა.

მღვდელმთავრები ამბობენ, რომ პატრიარქს უკვე ფიზიკურად უჭირს გადაადგილება - "ოდნავ რომ თავს კარგად გრძნობდეს, წირვას დაესწრებოდა,“ - უთხრეს ჟურნალისტებს სინოდის წევრებმა. სვეტიცხოვლობის წირვა მცხეთაში დღეს მოსაყდრე შიომ აღავლინა.

პარალელურად, განხილვის მთავარი თემაა მოსაყდრის მოწამვლის სკანდალი. მაღალი იერარქიის სასულიერო პირების პოზიცია ორად არის გაყოფილი. მათი ნაწილი ღიად ამბობს, რომ დამნაშავე ყველგან უნდა ეძებონ, მათ შორის საპატრიარქოს შიგნითაც. თუმცა გამოძიება არ ჩქარობს. საქმე ერთ კვირაზე მეტია აღძრულია, მაგრამ სამართალდამცველებს მთავარი ფიგურანტი - მეუფე შიო ამ დრომდე არ დაუკითხავთ.
 

მსგავსი სიახლეები