როგორ ატერორებენ ხალხს? - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი მასშტაბური სპეცოპერაციით დააკავა
ე.წ. ქურდული გარჩევების ორგანიზება, ფულის გამოძალვა და "კრიმინალურ ავტორიტეტებთან" კავშირი - თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს. საქმეში დევს ფარული ჩანაწერები, სადაც ბრალდებულები კანონიერი ქურდების დახმარებით ცდილობენ ფინანსური დავების მოგვარებას. მოდავე მხარეებს კი მუქარით და ძალის გამოყენებით აიძულებდნენ თანხების მიტანას. საქმეში ფიგურირებს საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალებიც. სწორედ მათ უკავშირდებოდნენ დაკავებულები დახმარებისთვის. სადაო საკითხები კი კანონიერი ქურდების მითითებების შესაბამისად წყდებოდა. დაკავებულების სახლებიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკები. ბრალდებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.