მეტი არაფერი ხდება რუსეთში, ერთი დარჩა, რომ არასასურველ ადამიანებს თავები გაუხვრიტონ - მიქაია

13.07.23 22:45
მეტი არაფერი ხდება რუსეთში, ერთი დარჩა, რომ არასასურველ ადამიანებს თავები გაუხვრიტონ - მიქაია

„ეს არ არის პრორუსული პოლიტიკა, ეს არის რუსული პოლიტიკა, მეტი არაფერი ხდება რუსეთში. ერთი დარჩა - რომ არასასურველ ადამიანებს თავები გაუხვრიტონ, ალბათ, იქამდეც შორი გზა აღარ არის დარჩენილი,“ - ეს განცხადება ანალიტიკოსმა ნიკო მიქაიამ გააკეთა.

მიქაიას შეფასებით, NATO-ს მხრიდან საქართველოს მთავრობის მეთაურის არმიწვევა აჩვენებს, რომ ალიანსი ხედავს, რომ საქართველო ალიანსისკენ აღარ ისწრაფვის. 

მიქაიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა პოზიცია უნდა დააფიქსირონ, 2024 წლის არჩევნები კი გადამწყვეტი იქნება. 

დარწმუნებული ვარ, იმედი მაქვს, რომ ჩვენთვის დასავლეთს ხელი არ აქვს გაშვებული, ეს ხელჩაჭიდება არ იქნება მუდმივი. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა უნდა თქვას რთიო რამ - რა უნდა მას სინამდვილეში... თუ ვამბობთ, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, მეორე შემთხვევაში, ნუ ვამბობთ, რომ მათთან უნდა ვითანამშრომლოთ რამე მიმართულებით - მაშინ აღარ ვთქვათ, რომ რუსული ხელისუფლებაა და შევეგუოთ იმას, რომ არ გვეძახიან NATO-ს სამიტებზე, ვერ მივიღებთ ამ ევროკავშირის წევრობის სტატუსსაც და ვრჩებით იმ გაურკვევლობაში, რასაც ჰქვია ბედის იმედად ყოფნა. მომზადება არის საჭირო იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა რეალურად შეძლოს კონსოლიდირება და 2024 წლის არჩევნებზე სწორი არჩევანის გაკეთება შეძლოს,“ - ამბობს ნიკო მიქაია.

მსგავსი სიახლეები