ეს არის ნახევარფაბრიკატული გამოძიება - ზვიად ქორიძე

09.03.21 17:45
ეს არის ნახევარფაბრიკატული გამოძიება - ზვიად ქორიძე

ფარული მიყურადების მუხლით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას მედიაექსპერტები ფორმალურს უწოდებენ. მათი განმარტებით, ეს ფაქტი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება, რათა გაიგონ, ვინ მიაწოდა სკანდალური აუდიოჩანაწერები ნოდარ მელაძის შაბათის ეთერს.

როდესაც შენ მხოლოდ ერთი მიმართულება გაინტერესებს, გაინტერესებს ვინ ჩაწერა ეს, როდის ჩაწერა და პლიუს კიდევ გაინტერესებს, როგორ მოხვდა მისი გავრცელება, ანუ, როგორ მიაღწია ამ ინფორმაციამ მედიამდე, ეს არის ნახევარფაბრიკატი, ნახევარფაბრიკატული გამოძიება, რომელიც არაფერს მოიტანს. გარდა იმისა, რომ შეიძლება, ხელისუფლებას გაუჩნდეს სურვილი, რომ ვიღაც კონკრეტული პერსონები, რომელიც მას ეგულება თავის წიაღში, ან შეიძლება რაღაცა პოლიტიკური შეფერილობით იპოვოს სხვა ძალებში და დასაჯოს, - ამბობს მედიაექსპერტი, ზვიად ქორიძე

სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით 4-დღიანი ფიქრის შემდეგ გენერალურმა  პროკურატურამ  საქმეზე ძიება  კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლებით დაიწყო.