აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები, ეტყობა, პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს - სააკაშვილი
აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები, ეტყობა, შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე წერს.
დაპატიმრებულმა პრეზიდენტმა დიდი მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს სოლიდარობისთვის.
უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის.
ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები - ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს.
ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს". - წერს სააკაშვილი.
"აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა EU-ს წევრ ქვეყანაში, სადაც სათანადო სამედიცინო დახმარებას მიიღებს," - ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს ღია წერილს ავრცელებენ.