ფეხზე უნდა დადგეს მთელი მსოფლიო, რომ სააკაშვილი გავათავისუფლოთ - ტიმოშენკო
"ფეხზე უნდა დადგეს მთელი ევროპული თანამეგობრობა, ჩვენი დასავლელი მეგობრები. დაუყონებლივ, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ მთელი მსოფლიო, რომ სააკაშილი გავათავისუფლოთ," - ეს განცხადება იულია ტიმოშენკომ გააკეთა.
ტიმოშენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად უკრაინის გარდა, ევროპელი პარტნიორებიც უნდა გააქტიურდნენ. რადას დეპუტატის თქმით, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნის მიზნით რადაში დოკუმენტის მიღება კარგია, თუმცა, მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად საკმარისი არ არის.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, მაგრამ ის უკრაინის მოქალაქეა. ამ დადგენილების მიღება ახლა სწორი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დღეს ჩვენ ვართ ერთიანები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხში. უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის, მხოლოდ დადგენილება არ კმარა. ფეხზე უნდა დადგეს მთელი ევროპული თანამეგობრობა, ჩვენი დასავლელი მეგობრები. დაუყონებლივ, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ მთელი მსოფლიო, რომ სააკაშვილი გავათავისუფლოთ. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური საქმეა, ეს არის ომის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილი თავისუფლების სიმბოლოა, თუ ჩვენ უკრაინელები მას ვერ გავათავისუფლებთ, ეს იქნება ჩვენი ბრალი. საჭიროა გაერთიანება და სააკაშვილის გათავისუფლება,“ - ამბობს იულია ტიმოშენკო.