ოკუპანტების მიმართ სიმპათიების მქონე პირი პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მიიღებს - მათიკაშვილი ვასაძეზე

27.05.21 14:14
ოკუპანტების მიმართ სიმპათიების მქონე პირი პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მიიღებს - მათიკაშვილი ვასაძეზე

,,ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი, აცხადებს, რომ მმართველ გუნდს მკაცრად გაცხადებული დასავლური კურსი აქვს და მათთვის მიუღებელია მოძრაობა ,,ერის" დამფუძნებლის, ლევან ვასაძის,  რუსეთის მიმართ  სიმპათიები.

,,ქართული ოცნების" გაცხადებული პოლიტიკა ეს არის, რომ აქვს დასავლური ვექტორი და წარმოუდგენელია რაიმე სახის პოლიტიკური დივიდენდების მიღება ჩვენს ქვეყანაში იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ვისაც ოკუპანტთან და რუსეთთან მიმართებაში სიმპათიები გააჩნია - აცხადებს დავით მათიკაშვილი. 

 პოლიტიკური განაცხადის შემდეგ ლევან ვასაძე მოსკოვში 26 მაისს კრემლის მთავარ იდეოლოგს ალექსი დუგინს შეხვდა. 

მსგავსი სიახლეები