განვაცხადე მზადყოფნა, რომ საქართველოს ვაქცინები გავუზიაროთ - პოლონეთის პრეზიდენტი
პოლონეთი მზადაა, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუზიაროს - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვარშავაში დაბრუნებისთანავე ამ საკითხზე ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან, ქვეყნის პრემიერმინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრთან ისაუბრებს.
განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა, გავუზიაროთ საქართველოს ვაქცინები. ჩვენ ვიცით, როგორც გამოიყურება სიტუაცია, ვაქცინების მიწოდება არ არის ერთგვაროვანი. ჩვენ ვიწყებთ უკვე დაგეგმილი მიწოდებების მიღებას და შევძლებთ, ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ", - ამბობს ანდჟეი დუდა.