"ალტერნატიული რეალობა და იმიტაცია" - ოპოზიცია პრემიერისთვის ცაგერში დადგმულ სპექტაკლზე
"ალტენრატიული რეალობა და იმიტაცია" - ასე აფასებს ოპოზიცია ცაგერში პრემიერ-მინისტრის მოქალაქეებთან შეხვედრას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება ალტერნატიულ რეალობას ქმნის, როცა რიგითი მოქალაქეების ნაცვლად მას საჯარო მოხელეები ხვდებიან და ხალხის სახელით მადლობას უხდიან.
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რაღაც გამოგონილი და ალტერნატიული რეალობა შექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ქვეყანაში, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები მას მადლობას უხდდიან, როდესაც ის დადის რეგიონებში. რეალურად, დაატარებენ საჯარო მოხელეებს, რომლებიც დდასაქმებული ჰყავთ აიპებში, სიპებში, ხელფასებს უხდიან საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით და ამ ადამიანებს ავალებენ იმას, რომ საქართველოს პრემეირი სადაც მივა, თითქოს ყველგან უნდა გადაუადო მადლობა გამოგონილი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, - ამბობს ენმ -ს წევრი ანი წითლიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, საჯარო მოხელეების "მადლობა" ისეთივე სპექტაკლია, როგორც მატივე მიერ ოპოზიციისთვის "ქვების სროლა".
იმიტაცია რეალობის ანუ პარალელურ რეალობას ქმნიან, რომ ხალხი ბედნიერია ღარიბაშვილს რომ ხედავს. ორი მიზეზით: დედა -დედაა, მამა - მამაა, ეს საოცარი გამარჯვებაა ღარიბაშვილის, არადა 5 ათასი წელია ასეა და მეორე, რომ მშვიდობა მოგვიტანეს. როგორც არ არსებობს ოპოზიციაზე აღშფოთებული ადამიანები, რომლებიც ქვებს ისვრიან და ეს არის დადგმული, ისევე დადგმული იყო ყველა ის შეხვედრა, აღფრთოვანებული ადმაიანების ღარიბაშვილით და „ქართული ოცნებით“, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
კულტურის სახლის უფროსი, ბიბლიოთეკის გამგეები, ბაღის აღმზრდელები - პრემიერს გუშინ "მშვიდობისთვის" მადლობას საჯარო მოხელეები უხდიდნენ. შაბათის ეთერმა ყველა იმ პირის იდენტიფიცრება მოახდინა, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს ცაგერში სხვა და სხვა ლოკაციებზე ხვდებოდნენ და ემადლიერებოდნენ.