აბასთუმანსა და ბიძინა ივანიშვილზე გადაღებული ფილმის ავტორს ტროლებმა და ბოტებმა შეუტიეს
აბასთუმანსა და ბიძინა ივანიშვილზე გადაღებული ფილმის ავტორს ტროლებმა და ბოტებმა შეუუტიეს. მარიამ ჭაჭიას ფეისბუქის გვერდი ჯერ გაუტეხეს, შემდეგ გაუუქმეს. რეჟისორი ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" ონლაინ ჯარმა ამ მეთოდით მისი დასჯა გადაწყვიტა, რადგან ჭაჭიამ კინოში ცენზურის დაწესების მცდელობა გააპროტესტა და წულუკიანის მმართველობა გააკრიტიკა.
ფილმი არის ჩემი პირადი მოგზაურობა აბასთუმნის საავადმყოფოში. მზად იყო წასულიყო ფესტივალებზე სამოგზაუროდ. ეს იყო 2017 წელი და არმოვაჩინეთ, გავიგეთ, რომ საავადმყოფო გაიყიდებოდა და არ ვოციდთ რა დაემართებოდა და მივხვდით, რომ ამ ფილმის ფინალი ჯერ კიდევ გადასაღები იყო. დასრულდა 2019 წლის მაისში, როდესაც საავადმყოფო ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა და შემდგომში დაანგრია, რომ საკუტარი ვილა აეშენებინა. კინოცენტრის დახმარებით შევძელით წასვლა მიუნჰენში, ბარსელონასა და შანჰაიში. თუმცა ეს ყველაფერი იყო მანამდე, ვიდრეს ეს აბსურდული სიტაუცია დაუწყებოდა, - ამბობს ჭაჭია.
რეჟისორის დასჯის ოპერაცია დროში ემთხვევა ერევანში მიღწეულ წარმატებას. ოლიგარქსა და აბასთუმაზე გადაღებული ფილმი „ჯადოსნური მთა“ გუშინ კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.