ტყუილი და სასაცილო - გახარიას გუნდი კეზერაშვილის მიერ დაფინანსებას უარყოფს
დავით კეზერაშვილი გიორგი გახარიას პარტიის სპონსორი? - მედიის ერთი ნაწილის მიერ გავეცელებულ ინფორმაციას ექსპრემიერის გუნდი ღიმილით ხვდება.
გახარიას თანაგუნდელი, პარლამენტის წევრი, ანა ბუჩუკური აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ტყუილია:
ნაცები გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს, „ქართული ოცნება“ გვაბრალებს, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს, რეალურად ეს ყველაფერი არის სასაცილო, ტყუილი, ერთადერთი სამწუხარო არის ის, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ამ ფეიკ ნიუსებს ავრცელებს"- თქვა ბუჩუკურმა.
დეპუტატის თქმით, ფინანსების წარმომავლობა პარტიის დაფუძნების შემდეგ, საზოგადოებისთვის ღია გახდება:
ფინანსები იქნება ღია, როდესაც პარტია დაფუძნდება, ამას კანონმდებლობა ითხოვს ჩვენგან და ყველა შეძლებს ამის ნახვას, მაგრამ როგორც გითხარით, ახლა კეზერაშვილზე სასაცილოა უბრალოდ“, – განმარტა ბუჩუკურმა.
გიორგი გახარიას კიდევ ერთი თანაგუნდელი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ ფეიქნიუსებით ცდილობენ გიორგი გახარიას დისკრედიტაციას.
იყო რაღაც პარტიული კვლევები, სადაც რეალობა ყველასთვის გახდა ნათელი და ახლა ყველა გზებით, ფეიკ ნიუსებით, მათ შორის ფეიკ ნიუსების სხვადასხვა მედიის გავრცელებით, ისინი ცდილობენ, მოახდინონ მარტივად დისკრედიტაცია. ეს არის და ეს. ამის შინაარსში მე უბრალოდ მეტი დეტალურად ვერ შევალ.
რაც შეეხება პარტიის ფინანსებს ბუნებრივია, ეს პროცესი გამჭირვალეა და პარტია როგიორც კი დაფუძნდება, საზოგადოება ფინანსების წარმომავლობას იხილავს:
როცა პარტია დაფუძვნდება და უკვე გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭირვალე პროცესი.”- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ექსპრემიერის პარტიის პრეზენტაციამდე 3 დღით ადრე, გამოცემა ongo.ge ამტკიცებს, რომ დავით კეზერაშვილმა გახარიას პარტიის დაფინანსება სკაუთარ თავზე აიღო და შუამავალი გიორგი ხოჯევანიშვილია.
ხოჯევანიშვილი დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, ამავე უწყების მაღალჩინოსანი იყო.