შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა და გახარიას გუნდს შეუერთდა
შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა. ვახტანგ ზოიძე აცხადებს, რომ მიუღებელია ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა, რასაც ბოლო პერიოდში ,,ქართულ ოცნებაში" აქვს ადგილი.
2012 წლიდან ვარ ,,ქართული ოცნების" წევრი, 2014 -2017წწ აქტიურად ვიყავი ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვიყავი შუახევის საარჩევნო შტაბის უფროსი...
ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა დაუშვებელია. ამას აკეთებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და სამწუხაროდ, ანალოგიურ სურათს ვხედავთ უკვე დღეს, გიორგი გახარიას მიმართ კეთილგანწყობილ საჯარო მოხელეებთან მიმართებაში.
ეს სრულად ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, ფასეულობებს რის გამოც ვიყავი ,,ქართულ ოცნებაში". ეს არის ჩემთვის მიუღებელი და სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, ვტოვებ ,,ქართულ ოცნებას" და ვუერთდები გიორგი გახარიას გუნდს - წერს ვახტანგ ზოიძე სოციალურ ქსელში.