მოსახლეობის ძარცვა დღისით-მზისით - გიორგი გუგავა გაზის გაძვირებულ ტარიფზე

27.05.21 17:14
 მოსახლეობის ძარცვა დღისით-მზისით - გიორგი გუგავა გაზის გაძვირებულ ტარიფზე

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავა დედაქალაქში მცხოვრებლებისთვის გაზის ტარიფის გაძვირებას მოსახლეობის ძარცვას უწოდებს. გუგავას თქმით, კახი კალაძემ, რომელსაც კომპანია „თბილისი ენერჯი“ ეკუთვნის, არჩევნების მოსაგებად ფულის შოვნა გადაწყვიტა. 

ეს არის მოსახლეობის ძარცვა დღისით მზისით. არანაირი ფინანსური-სამართლებრუივი საფუძვლები ამას არ გააჩნია. ეს კომპანია გასულ წელს 80 მილიონიან მოგებაზე გავიდა. უბრალოდ, როგორც ჩანს, კალაძემ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა, ეს კომპანია მისია და არჩევნების გაყალბებისათვის საჭიროა დიდი ფული და გადაწყვიტეს, რომ მოსახლეობისგან ამოეღოთ ეს ფული, - ამბობს გიორგი გუაგავა.
 

სემეკმა გაზის ახალი ტარიფი ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. თბილისის მოსახლეობას გაზი 8 თეთრით გაუძვირდა. ბუნებრივი აირის ახაი ტარიფი ძალაში პირველი ივნისიდან შედის. 
  

მსგავსი სიახლეები