დედამიწა ნიკანორ მელიას გარშემო არ ბრუნავს - ანრი ოხანაშვილი

27.05.21 18:06
დედამიწა ნიკანორ მელიას გარშემო არ ბრუნავს - ანრი ოხანაშვილი

დედამიწა ნიკანორ მელიას გარშემო არ ბრუნავს, ,,ქართული ოცნება" მით უმეტეს- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. ოხანაშვილმა საპარლამენტო ოპოზიცია ,,ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატირებაში დაადანაშაულა.

 ,,ქართული ოცნება" ესაუბრება საზოგადოებას, ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ხალხს, თქვენ კი ესაუბრებით ,,ნაციონალურ მოძრაობას", ვიწერდი, რამდენი გამომსვლელი შეეხებოდა და 5-ს გასცდა უკვე, რომლებიც ადვოკატირებთ კონკრეტულ პირს. დედამიწა ნიკანორ მელიას გარშემო არ ბრუნავს, ,,ქართული ოცნება" -  მით უმეტეს. მისი თანხმობა არავის სჭირდება  - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, კი პარლამენტში განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტი ყველა იმ პირს შეეხება, ვინც ამნისტიაზე უარს არ იტყვის.

20 საუკუნის განმავლობაში წმინდა წერილს არ მოჰყოლია იმდენი ჰერმეტიკა, რაც ამ 2 თუ 5 გვერდიან დოკუმენტს.  ლაპარაკობენ, ნიკა მელიას ღირსების შენარჩუნებაა, თუ შელახვაა.  მართლა არ ვიცი,  გადაეფარეთ იმ თემას, რაც საერთოდ არ იგულიუსხმება.

დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ამნისტია ეხება ყველა იმ პირს, ვინც უარს არ იტყვის, ადამიანს უნდა დარჩეს უარის თქმის უფლება -  განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის განხილვა გადაიდო.

მსგავსი სიახლეები