ყველა ვხედავთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გიორგი გახარიას გუნდს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი გახარიას გუნდის დაფინანსებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იქვე ამბობს, რომ "ერთადერთი, რასაც ყველა ხედავს, არის ის, თუ რომელი ტელევიზიები აპიარებენ მას".
გიორგი გახარიას გუნდის დაფინანსებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, ერთადერთი, რასაც ყველა ვხედავთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ მას, ეს თვალნათელია, აქედან გამომდინარე, შეიძლება, ეს გარკვეულ ეჭვებს ამძაფრებდეს, – - თქვა პარლამენტის გადამდგარმა თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ასევე არ აქვს ინფორმაცია კეზერაშვილთან გახარიას შუამავალთან დაკავშირებით, რომელიც მედიის ნაწილის ინფორმაციით, გიორგი ხოჯევანიშვილის ძმაა:
მე ამ ყველაფერში ვერ შევალ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები აპიარებენ ე.წ. გუნდს და ტელევიზიების არსიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დაახლოებით ვარაუდი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკურად ვისთან შეიძლება იყოს ის დაკავშირებული“, – აღნიშნა კობახიძემ.