ლევან დოლიძე- საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში გახარიას გუნდში იქნება
საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში, ლევან დოლიძე, გიორგი გახარიას პარტიის წევრი იქნებას- ამის შესახებ პირველებს გახარიას გარემოცვიდან ინფორმირებულმა წყარომ უთხრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკადრო დიპლომატი ნატო-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა. ლევან დოლიძემ პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ,,თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან" გავიდნენ.
ლევან დოლიძე ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, ვიქტორ დოლიძის, ძმაა, რომელმაც ,,ქართული ოცნების" რიგები 2015 წელს ირაკლი ალასანიასთან ერთად დატოვა, თუმცა ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ისევ ,,ქართული ოცნების" რიგებში დაბრუნდა და ელჩის პოსტზე დაინიშნა.