არ დავკონტაქტებივარ - ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე
შეწყალების შემდეგ მთავარი არხის დამფუძნებელს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ "რეაქციაში" ისაუბრა.
გვარამიას თქმით, საჭიროდ არ ჩათვალა სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია.
არ ვლანძღავდი სალომე ზურაბიშვილს იმიტომ, რომ ის შეწყალებას ხელს არ აწერდა, არც მომავალში არ გავლანძღავდი ამის გამო, მე არც მოლოდინი არ მქონდა, რომ მოაწერდა, სინამდვილეში როცა მოაწერა, ჩემთვის მოულოდნელი იყო. ამიტომ მადლობის გადახდა დაკონტაქტება საჭიროდ არ ჩავთვალე. რაც საჭიროდ ჩავთვალე ვთქვი - ეს იყო ბოდიში და იყო თხოვნა და მოწოდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე მეტი სათქმელი არ მაქვს," - ამბობს ნიკა გვარამია.