უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი - პრემიერი
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას თავს ესხმის - ქვეყნის პრემიერი ამბობს, უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დაგვიდასტურა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი" -აცხადებს ღარიბაშვილი.
უკრაინაზე თავდასხმის მიუხედავად, ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინელ ხალხს დიდ პატივს სცემს და "ქვეყნის გაერთიანებას უსურვებს.
„ჩვენ უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან ისტორიულად გვქონდა და გვაქვს ძალიან დიდი პატივისცემა. ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუსურვო მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და მათ ანგაჟირებულობა დროებითი მოვლენაა და ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.