სკანდალი: შსს-ს მაღალჩინოსნის მამა და ძმა დაკავებულების წინააღმდეგ კრიმინალურ გარჩევაში არიან მხილებულები
შურისძიების სკანდალური ამბავი. გომელაურის უწყების მაღალჩინოსნის მამა და ძმა დაკავებულების წინააღმდეგ კრიმინალურ გარჩევაში არიან მხილებულები. თუმცა ლაშა ტუხაშვილის ოჯახის წევრები ხელშეუხებლობით სარგებლობენ. ირკვევა, რომ ბრალდებულებთან ქუჩური წესებით საქმის გარჩევაში მონაწილეებიდან, ერთი დაზარალებულის ძმა შს სამინისტროს თანამშრომელია.
ციხეში გაუშვეს სამივე დაკავებული. მათ გამოძიება კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის ცემას ედავება. დანაშაულს არცერთი აღიარებს. ადგილზე კი პირველებს უყვებიან, რომ ბრალდებულები აუცილებელი მოგერიების რეჟიმში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც პოლიციელმა დაპირისპირებაში მონაწილე პირს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იარაღი დაუმიზნა.
დაკითხეს თუ არა პოლიციის მაღალჩინოსნის დანაშაულში მხილებული მამა და ძმა?- დეტალები ანხეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.