პრემიერმა კორუმპირებულად გამოაცხადა ყველა ის დასავლელი პოლიტიკოსი, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

19.07.23 20:29
პრემიერმა კორუმპირებულად გამოაცხადა ყველა ის დასავლელი პოლიტიკოსი, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

პრემიერ მინისტრმა დღეს კორუმპირებულად გამოცხადა ყველა ის დასავლელი პოლიტიკოსი ვინც პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.  

ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს, ისინი ჩართულნი არიან ამ კორუფციულ კამპანიაში და ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია, ამას სახელი უნდა დავარქვათ მეგობრებო". - ამბობს ღარიბაშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს უხდის უცხოლებს რომ მათ სააკაშვილის შესახებ განცხადებები აკეთოს, ის პოლტპატიმრად გამოაცხადონ და მისი გათავისუფლება მოითხოვონ.

ამ სიმართლეს, რომელიც ჩვენს მხარეს არის, ვერცერთი ასეულობით დოლარი, რაც არ უნდა ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა, სხვათაშორის შეგიძლიათ ჰკითხოთ მის ოჯახს, ს აიდან აქვთ ეს მილიონები და რატომ ხარჯავენ ამ მილიონებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში, ეს არის უბედურება".- ამბობს ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები