მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს

28.05.21 10:22
მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ისევ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმას ითხოვს და აღნიშნული მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს. 

მოვითხოვ, დაესვას ამ ყველაფერს წერტილი, ჩემს წამებასაც და ხალხსაც გავცეთ პასუხი, რა მოხდა, რა ხდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

გარდაცვლილი ბიჭის მამა სუს-ის მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. თავში მიყენებული ჭრილობებისგან ის თბილისში 10 იანვარს გარდაიცვალა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი წლების განმავლობაში  საქმის გამოძიებას მოითხოვს. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, მაჩალიკაშვილების ოჯახს პარლამენტის შენობის წინ კარავი და ბანერიც კი ედგა,  თუმცა თბილისის მერიამ, ახალი წლის წინ, საპროტესტო კარვები, მათ შორის, მაჩალიკაშვილის კარავი, აიღო და იქ საბავშვო ატრაქციონები დადგა.