ზელენსკის მრჩევლები ღიად ამბობდნენ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთთან - პრემიერი

19.07.23 20:56
ზელენსკის მრჩევლები ღიად ამბობდნენ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთთან  - პრემიერი

ზელენსკის მრჩევლები ღიად ამბობდნენ, რომ ჩვენი მთავრობა არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი - ვციტირებ, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა

„ომის დაწყების შემდეგ ყველა ის ორკესტრირებული, კოორდინირებული შეთანხმებები, რომელიც მათ [უკრაინის მაღალჩინოსნებმა] განახორციელეს ჩვენს წინააღმდეგ, ოპოზიციასთან ერთად, როდესაც ყველაფერი წყალში ჩაეყარათ და არაფერი გამოუვიდათ, ღიად თქვეს, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. სიტყვა მეორე ფრონტი მათგან მომდინარეობს, მეგობრებო. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში, ეს მე ხომ არ მოვიგონე?! ზელენსკის მრჩევლები ღიად ამბობდნენ, რომ ჩვენი მთავრობა არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი -ვციტირებ, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის სიტყვები უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების. ამაზე ყველა ნორმალურ ადამიანს, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და პატრიოტია ამ ქვეყნის და არაა უცხო ქვეყნის მსახური და აგენტი, როგორ შეიძლება კითხვა გაუჩნდეს ამ ყველაფრის შემდეგ?!, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები