ევროპარლამენტართა ჯგუფი ალტ-ინფოსა და მორგოშიას დასანქცირებას ითხოვს
ევროპარლამენტის LGBT+ უფლებებზე მომუშავე ჯგუფი, Pride Fest-ის დარბევაში მონაწილე სუბიექტების დასანქცირებას ითხს.
ჯგუფი, რომელიც 157 პარლამენტარისგან შედგება, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს, ჰელენა დალის წერილით მიმართავს.
წერილის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვან LGBT+ ადამიანების უსაფრთხოება და ახსენებენ "ქართულ ოცნებას" რომ ქვეყნის ევროპული ასპირაციებისთვის უმნიშვნელოვანესია.
შეშფოთებულები ვართ საქართველოში LGBTIQ-ფობიური რიტორიკის მატებით, რაც LGBTIQ ადამიანების მიმართ სერიოზულ დისკრიმინაციას ახდენს. თუ LGBTIQ-ფობიური აგრესიის ეს საზარელი აქტი ხელისუფლების მიერ საფუძვლიანად გამოძიებული და შესაბამისი ქართველი აქტორების მიერ მტკიცედ დაგმობილი არ იქნება, ეს საქართველოს პროგრესს ამ მიმართულებით სერიოზულად შეაფერხებს…
მტკიცედ მოგიწოდებთ მიიღოთ "ალტ-ინფოს" ჯგუფზე და ჯგუფის უკან მდგომ ოლიგარქზე, კონსტანტინ მორგოშიაზე მიმართული სანქციები",- აღნიშნულია წერილში.