"საქართველოს პრემიერი მორიგ ჯერზე ტყუის" - არახამია ღარიბაშვილს შუღლის გაღვივებაში ამხელს
ირაკლი ღარიბაშვილს შუღლის გაღვივებაში ამხელენ. პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური და ანტიუკრაინული განცხადებების შემდეგ, ღარიბაშვილს დავით არახამიამ უპასუხა.
უკრიანის პარტია ხალხის მსახურის ლიდერი, ფიქრობს რომ საქართველოს პრემიერი უკრიანელ და ქართველ ხალხს შორის შორის მტრობას აღვივებს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და იტყუება. ცნობისთვის, ღარიბაშვილმა ზელენსკის მთავრობას დააბრალა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, შემდეგ კი თქვა, რომ ომში მყოფ ქვეყანას საქართველოში არეულობის მოწყობა უნდოდა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.
თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა".- ამბობს არახამია.