შტერი არ ვარ, ჩემს სახელზე არაფერი არ არის - მორგოშია ამბობს, რომ დასანქცირების არ ეშინია
კოკა მორგოშია "პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ დასავლური სანქციების არ ეშინია.
რადიკალები ლიდერი ამბობს, რომ მის სახელზე არაფერი არ არის და ასევე ფიქრობს, რომ თუ სანქციები დაუწესდება, ეს დროებითი იქნება.
ევროპაში მაქვს ბიზნესი, პროდუქცია არ გამაქვს, პირიქით, მომაქვს. ასე რომ ჩემს ბიზნესს მაგით ხელი არ შეეშლება. ეს თუ საერთოდ მოხდება და ამ სიგიჟემდე მივლენ, ეს იქნება დროებითი. არ არის აუცილებელი, რომ ყველა გზავნილს, გემს თუ ავტომანქანას მე ჩავყვე და ჩამოვყვე. ამიტომ, ამით არაფერი არ იცვლება. საქართველოში ნომერი პირველი სამიზნე ულტრალიბერალური ფლანგის ვართ ჩვენ და ეს დასტურდება კიდეც, რავიცი არცერთი ჩინოვნიკი არ დაუსანქცირებიათ "ოცნების" და დაიწყეს ჩემი. ჩემი დიდი ბაბუა ტარას მორგოშია და მეორე, ლავრენტი კვარაცხელია ვიზის გარეშე ჩავიდნენ ბერლინში და მეც რაღაცას მოვიფიქრებ. არ ვარ მე შტერი, ჩემს სახელზე არ არის არაფერი". - ამბობს მორგოშია.
დაასანქცირეთ კოკა მორგოშია. ევროპარლამენტარები რადიკალური დაჯგუფების მეთაურსი შავ სიაში შეყვანას ითხოვენ. ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან, 157 LGBT+ უფლებებზე მომუშავე დეპუტატი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არსებული ჰომოფობიური განწყობებისა და პრაიდ ფესტივალი ჩაშლის გამო. წერილით, რომელიც ევროპარლამენტის წევრებმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ-მიშელსა და პაველ ჰერჩინსკის გაუგზავნეს, ითხოვენ პერსონალური სანქიცები დაუწესდეს ალტ-ინფოს ყველა იმ წევრს, ვინც თავისუფალ ადამიანებს ქუჩა-ქუჩა დევნიდნენ.