ღარიბაშვილი არის რუსი, ტროლი, საინფორმაციო დივერსიის აგენტი და დგას ბოროტების მხარეს - მანჯგალაძე
პრემიერის გუშინდელი განცხადებები დღეს განხილვიის მთავარი საგანია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილის მთავრობა მოწოდებების მიუხედავად ანტიდასავლური და ანტიუკრაინული კამპანიის სათავეში დგას, რაც ქვეყანას ძვირი დაუჯდება.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ღარიბაშვილს რუსს, ტროლს, საინფორმაციო დივერსიის აგენტს უწოდებს და ამბობს, რომ პრემიერი ბოროტების მხარეს დგას.
მანჯგალაძე აცხადებს , რომ ღარიბაშვილმა მიზანმიმართულად გააფუჭა უკრაინასთან ურთიერთობა, რათა რუსეთს ასიამოვნოს.
"ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის რუსი, ჩვეულებრივი ტროლი, საინფორმაციო დივერსიის აგენტი. უკრაინასთან ურთიერთობა დაძაბა მიზანმიმართულად და გააფუჭა ღარიბაშვილმა და აგრძელებს ამ უკრაინასთან ვითარების დაძაბვას, რატომ იმიტომ, რომ ასიამოვნოს რუსეთს. ამ ცივილიზაციური დაპირისპირების დროს, როცა სიკეთე აშკარად არის ცივილიზებული მსოფლიოს მხარეს, უკრაინის მხარეს და ბოროტება არის რუსეთის მხარეს, დიახ ღარიბაშვილი დგას ამ ბოროტების მხარეს". - ამბობს პაატა მანჯგალაძე.