"თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს" - ალასანია ამბობს, რომ "ვივა მედში" ინციდენტი პენიტენციურმა მოაწყო

20.07.23 11:35
"თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს" - ალასანია ამბობს, რომ "ვივა მედში" ინციდენტი პენიტენციურმა მოაწყო

ევროკავშირის სამედიცინო მისიას "ვივა მედში" აღარ შეუშვებენ - "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. 

დაპატიმრებული პრეზიდენტის დედა პრემიერ ღარიბაშვილს მოუწოდებს, თუ არ სჯერა სააკაშვილის ცუდად ყოფნის, მაშინ თავად მივიდეს კლინიკაში და გასინჯოს. 

ალასანია ასევე აცხადებს, რომ პენიტენციურმა სპეციალურად მოაწყო ინციდეტი პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით, რადგან დავალება მიიღეს ამის თაობაზე. 

"ვინ არიან სხვა ექიმები, აშშ-დან გვყავდა ექიმები, შვეიცარიიდან იყვნენ, გერმანიდან იყვნენ, ვინ დარჩა უკაცრავად?! რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ უსათუოდ?! მე არ ვიცი რა იგულისხმება. ყველა, ვინც საჭირო იყო ჩამოყვანილი იყო, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და იმათაც ყველამ ნახე. ისე, რომ მე აღარ ვიცი ვინ უნდა გასინჯოს კიდევ, თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს. მე ისე გავიგე, რომ არ იყო პროგნოზირებული ეს განცხადება, რომელიც აქედან მესმის ჩვენი ხელისუფლებისგან. არ მაქვს მოლოდინი, ვიდრე არ დავინახავ მათ. ვიდრე არ გავიგე არავინ, არაფერს ვერ უკავშირებ. ჯერ ერთი ვერ დავინახე ვერავითარი დისკრედიტაცია, ჩემი თვალით ეს არ იყო დისკრედიტაცია. კლინიკის მხრიდან კი არ იყო, ეს პენიტენციურიდან იყო. თქვენ გგონიათ, მე რომ შევდივარ კლინიკა მჩხრეკს? პენიტენციურმა მოაწყო ეს ინციდენტი აბა მე მოვაწყე? პენიტენციურს ყოველთვის ეძლევა მთითება და ისინი ასრულებენ იმას, რასაც მიუთითებენ". - ამბობს  გიული ალასანია.

პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული მინიშნებების შემდეგ, რატი ბრეგაძემ ეს ინფორმაცია ფაქტობრივად დაადასტურა. იუსიტიცის მინისტრმა სამთავრობო მედიის ეთერში პოლინელი ექიმების წინაღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედებაც დააანონსა. 

მსგავსი სიახლეები