გასაგები უნდა იყო პოლონური მხარისთვის, თუ რატომ გამოვიტანეთ საკითხი სააშკარაოზე - ვოლსკი
"ოცნების" წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ გასაგებია ის შეშფოთება, რაც პოლონელი ექიმის ინციდენტს მოჰყვა მმართველი გუნდისგან, რადგან მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ფალსიფიცირებული ან დაბინძურებული ნიმუშების გატანას კლინიკიდან.
ვოლსკი აცხადებს, რომ გასაგები უნდა იყოს პოლონური მხარისთცვის, თუ რატომ ატეხა "ოცნებამ" ასეთი ხმაური ფაქტზე და რატომ გამოიტანა სააჭკარაოზე.
"შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ფალსიფიცირებული ან დაბინძურებული ნიმუშები შეიძლება მოხდეს ლაბორატორიაში, რომელიც პოლონურ მხარეს აქვს წაღებული, იმ ოფიციალური ნიმუშების ნაცვლად არის გასაგები. გასაგები უნდა იყო მათთვის, თუ რატომ გავხადეთ ჩვენ ეს საკითხი ამდენად ხმაურიანი და და რატომ გამოვიტანეთ სააშკარაოზე. ძალიან სერიოზული უშველებელი ფინანსური და ადამიანური რესურსებით დატვირთული სტრატეგია, გეგმა ხორციელდება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ" - ამბობს გია ვოლსკი.
პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული მინიშნებების შემდეგ, რატი ბრეგაძემ ეს ინფორმაცია ფაქტობრივად დაადასტურა. იუსიტიცის მინისტრმა სამთავრობო მედიის ეთერში პოლინელი ექიმების წინაღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედებაც დააანონსა.