ყველაფერი, რაც გაკეთდა, ვითომ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, აზიანებს სახელმწიფოს - ბოჭორიშვილი
ყველაფერი, რაც გაკეთდა, ვითომ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, აზიანებს სახელმწიფოს - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, პოლონელი ექიმიების ვიზიტს მესამე პრეზიდენტთან არანაირი კეთილი განზრახვები არ ჰქონდა.
"არანაირი კეთილი განზრახვები არ იყო ამ ვიზიტის მოტივი და ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი განცხადება, როდესაც ემოციებზე ვსაუბრობთ, მაშინ როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად მოხდა ქართული მხარის კეთილი ნების გამოყენება. ყველაფერი რაც გაკეთდა, ვითომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, ყველაფერი აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს" - მაკა ბოჭორიშვილი.
ევროკავშირის სამედიცინო მისიას "ვივა მედში" აღარ შეუშვებენ - "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული მინიშნებების შემდეგ, რატი ბრეგაძემ ეს ინფორმაცია ფაქტობრივად დაადასტურა. იუსიტიცის მინისტრმა სამთავრობო მედიის ეთერში პოლინელი ექიმების წინაღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედებაც დააანონსა.