ენმ-ს გარშემო გაერთიანება მომგებიანი არ არის, მე მათ გამარჯვების ფორმულად არ ვუყურებ - თაზო დათუნაშვილი

20.07.23 12:06
ენმ-ს გარშემო გაერთიანება მომგებიანი არ არის, მე მათ გამარჯვების ფორმულად არ ვუყურებ - თაზო დათუნაშვილი

"ლელო საქართველოს" პოზიცია ცნობილია - პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას არ გეგმავს. თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ ენმ-ს გარშემო გაერთიანება მომგებიანი არ არის. 

წინასაარჩევნოდ საარჩევნო სტრატეგიით არ ვითანამშრომლებთ ნაციონალურ მოძრაობასთან და იმ პარტიებთან, ვინც ამ ნაციონალური მოძრაობის გარშემო აპირებენ დაჯგუფებას, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის მომგებიანი ამ საზოგადოების, წინა სარჩევნო ფორმულები, მოცემულობები და კოალიციები, რომლებიც აქამდე ნაცადია და წარუმატებელია, მე მათ არ ვუყურებ სერიოზულად და არ ვუყურებ გამარჯვების ფორმულად" - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.

რას ჰპირდება ამომრჩეველს დიდი ოპოზიციური ერთობა? "გამარჯვების პლატფორმა" პრესკონფერენციისთვის ემზადება. დღეს საღამოს, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება გიორგი ვაშაძისა და ლევან ხაბეიშვილის ერთობლივი თანამშრომლობის ყველა დეტალი. ახლა მთავარი ინტრიგაა, კიდევ ვის ვნახავთ ნაცმოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობის გვერდით. 

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზენტაცია ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით, დღის ბოლოს, 8 საათზე  გაიმართება.

მსგავსი სიახლეები