ახლა იხილება გიორგი ვაშაძის წინ წაწევის ან რაღაც ლიდერად ჩამოყალიბების საკითხი - ვოლსკი

20.07.23 12:16
ახლა იხილება გიორგი ვაშაძის წინ წაწევის ან რაღაც ლიდერად ჩამოყალიბების საკითხი - ვოლსკი

მმართველი პარტიის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ რომ ახლა ნაცმოძრაობა რევოლუციური კომიტეტის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდია, სადაც ახლა იხილება გიორგი ვაშაძის წინ წაწევის ან რაღაც ლიდერად ჩამოყალიბების საკითხი განიხილება.

"ახლა იხილება გიორგი ვაშაძის რაღაც წინ წაწევის ან რაღაც ლიდერად ჩამოყალიბების საკითხი, რასაც ნაწილობრივ უარყოფენ, ნაწილობრივ ადასტურებენ და ეს კონსულტაციები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ არის რევოლუციური კომიტეტის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი, სადაც მიმდინარეობს კონსულტაციები თუ როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში იმ გეგმების აღსასრულებლად რაზედაც ასევე ესოდენ ინტენსიური საუბარი ჰქონდათ" - ამბობს გია ვოლსკი.

რას ჰპირდება ამომრჩეველს დიდი ოპოზიციური ერთობა? "გამარჯვების პლატფორმა" პრესკონფერენციისთვის ემზადება. დღეს საღამოს, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება გიორგი ვაშაძისა და ლევან ხაბეიშვილის ერთობლივი თანამშრომლობის ყველა დეტალი. ახლა მთავარი ინტრიგაა, კიდევ ვის ვნახავთ ნაცმოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობის გვერდით. 

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზენტაცია ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით, დღის ბოლოს, 8 საათზე  გაიმართება.

მსგავსი სიახლეები