არანჟირების შეცვლით, შინაარსი და მელოდია არ იცვლება - სარჯველაძე "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებზე

20.07.23 12:24
არანჟირების შეცვლით, შინაარსი და მელოდია არ იცვლება - სარჯველაძე "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებზე

არანჟირების შეცვლით, შინაარსი და მელოდია არ იცვლება - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე ცვლილებებს.

სარჯველაძე ამბობს, რომ ენმ-ს მთელი პოლიტიკა იყო თავიდან ბოლომდე არასწორი და ამიტომ ცვლიან ნარატივს.

"ექნებათ მცდელობა, ხვდებიან რა ამ დრომდე შეთავაზებული საზოგადოებისთვის მთელი მათი პოლიტიკა იყო თავიდან ბოლომდე არასწორი, შეცდომებით გადაპენტილი, აქედან გამომდინარე ხვდებიან, რომ ეს იყო მცდარი. აქედან გამომდინარე მათ სჭირდებათ ამ ნარატივის შეცვლა. ოღონდ, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებებით, რაღაც არანჟირების შეცვლით, რასაკვირველია შინაარსი და თვითონ მელოდია არ იცვლება" - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

რას ჰპირდება ამომრჩეველს დიდი ოპოზიციური ერთობა? "გამარჯვების პლატფორმა" პრესკონფერენციისთვის ემზადება. დღეს საღამოს, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება გიორგი ვაშაძისა და ლევან ხაბეიშვილის ერთობლივი თანამშრომლობის ყველა დეტალი. ახლა მთავარი ინტრიგაა, კიდევ ვის ვნახავთ ნაცმოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობის გვერდით. 

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზენტაცია ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით, დღის ბოლოს, 8 საათზე  გაიმართება.

მსგავსი სიახლეები