"ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი პარალიზებულია" - საია-ში რეფორმების უკუსვლაზე საუბრობენ
ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესიი პარალიზებულია.რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დარჩენილ დროში პროცესი წინ წავიდეს? - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამოქალაქო სექტორი მსჯელობენ. გავლენიან ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ ნაბიჯების წინ გადადგმის ნაცვლად სახეზეა რეფორმების უკუსვლა და საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესება.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, ის პრობლემები, რომლებიც საქართველოში წლებია რაც არსებობს, ჯერ ისევ მოუგვარებელი რჩება. გარდა ამისა, არასამთავროები ღიად საუბრობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ჯერ ისევ შეუსრულებელი რჩება, რაც გადახედვას საჭიროებს.
"ძირეული პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს მოჰყვება, ჯერ ისევ სახეზეა, აქ იგულისხმება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს რეფორმა, რომელიც ამ დროისთვის არ არის განხორციელებული, აქ იგულისხმება პრაქტიკაში არსებული პრობლემებიც, რომლებიც მათ შორის ინსტიტუციურ პრობლემებსაც უკავშირდება და მათ შორის ამ პრიორიტეტების შესრულება სხვა კრიტერიუმებსაც ეხება, მათ შორის დეოლიგარქიზაციასაც ირიბად უკავშირდება, იმიტომ, რომ როცა სასამართლო გამართულია, მაშინ შეიძლება ცალკე კანონმდებლობის არსებობა საერთოდ არ იყოს მიზანშეწონილი" - ამბობს "საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.