ვაშაძე იქნება პირველი მერცხალი, იმ დიად საქმეში რომელსაც ჰქვია ოპოზიციის ერთ ქვაბში მოხარშვა - იაგო ხვიჩია
"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია ენმ-სა და ვაშაძის გაერთიანებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ პროცესს "გულშემატკივრობს".
ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ იმას, რომ ბატონ ვაშაძეს თავისი მიზნები წარმატებით გამოუვიდეს და შეერწყას ნაცებს, ის იქნება ერთგვარი პირველი მერცხალი, იმ დიად საქმეში რომელსაც ჰქვია ოპოზიციის ერთ ქვაბში მოხარშვა და ჩვენი რაღაცნაირად მიზნის აღსრულება, რომელიც არის არის შემდეგი, რომ სულ სამი პარტია იყოს შემდეგ არჩევნებზე, რომ ყველამ ბარიერი გადალახოს. ქოცები და მათი კოალიცია, ნაცები და მათი კოალიცია და გირჩი" - აცხადებს იაგო ხვიჩია.