ისინი არც გულშემატკივრობენ უკრაინას, ამ ომში ისინი გულშემატკივრობენ რუსეთს - ნაცვლიშვილი "ოცნებაზე"
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი პრემიერი მიერ გაკეთებული ანტიდასავლური და ანტიუკრაინული განცხადებების შედეგ პირდაპირ აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ომშ არა უკრაიანს, არამედ რუსეთს გულშემატკივრობს.
ნაცვლიშვილის თქმით, ოცნების მთავარი ათვლის წერტილი და ვის წინაშეც გრძნობენ პასუხისმგებლობას და ვის ინტერესსაც ემსახურებიან, ეს არის რუსული ინტერესი.
"ნაცვლად იმისა, რომ უკრაინასთან, თუ რაიმე ტიპის გაუგებრობა შეიძლება არსებობდეს, ცდილობდნენ ამის მოგვარებას ნორმალური სახელმწიფოებრივი მიდგომებით, ისინი არც გულშემატკივრობენ უკრაინას, ამ ომში ისინი გულშემატკივრობენ რუსეთს, იმიტომ, რომ ქართული ოცნების მთავარი ათვლის წერტილი და ვის წინაშეც გრძნობენ პასუხისმგებლობას და ვის ინტერესსაც ემსახურებიან, ეს არის რუსული ინტერესი. ისინი აცდენილნი არიან საქართველოს მოქალაქეების განწყობებს ამ ომთან მიმართებაში, აცდენილნი არიან საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, რომ რეგიონში მეზობლებთან და რეგიონალურ პარტნიორებთან ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა. რატომ? იმიტომ რომ ამის უკან დგას რუსული ინტერესი" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.