"პასუხის გაცემა ანტიდასავლელობაა?!" - "ოცნება" პრემიერს იცავს

20.07.23 13:30
"პასუხის გაცემა ანტიდასავლელობაა?!" - "ოცნება" პრემიერს იცავს

"ქართული ოცნება" პრემიერის დაცვაზე გადავიდა. ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლური რიტორიკა ხელისუფლების დეპუტატებს ბუნებრივ და ადეკვატურ პასუხად მიაჩნიათ. 

პრემიერის ანტიუკრაინული განცხადებების შესახებ დასმულ კითხვას ოცნება ისევ ომში მყოფი ქვეყნის კრიტიკით პასუხობს და ღარიბაშვილის რიტორიკას ერთ-ერთში იმეორებენ. ამბობენ რომ თავდასხმა არა მთავრობის მეთაურმა, არამედ დასავლეთმა დაიწყო. 

"როგორ ფიქრობთ, იგივე პოლიტიკური გუნდი, მათ შორის, რომელსაც არახამია წარმოადგენს მსურველია, რომ საქართველოს პროგრესი ჰქონდეს, თუ უფრო მეტად იხრება იმ აზრისკენ, როდესაც ბატონი უგულავა აცხადებს, რომ დავიღუპებით, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოსო. როდესაც საკითხებზე პრემიერს კითხვას უსვამთ და ის გულწრფელ პასუხს გაძლევთ საკითხის შეფასებას აძლევს, ამას აკეთებს კორექტურად, დიპლომატიურად, პასუხად, რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმაზე. აბა როგორ ფიქრობთ, ანტიდასავლურია განცხადება, როდესაც ვხედავთ, რომ ლობისტური საქმიანობა ყოფილა ის, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდეს და ამას თხზავენ, ამ ისტორიებს, ამას რომ პასუხს გასცემ ანტიდასავლელობაა?!" - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

მსგავსი სიახლეები