მოწოდება, რომ მორგოშია და ალტ-ინფო დასანქცირდნენ, საქართველოს ეროვნული საჭიროებაა - კუპრაძე

20.07.23 13:51
მოწოდება, რომ მორგოშია და ალტ-ინფო დასანქცირდნენ, საქართველოს ეროვნული საჭიროებაა - კუპრაძე

ევროპარლამენტარების მოწოდება, რომ მორგოშია და ალტ-ინფო დასანქცირდნენ, არის საქართველოს ეროვნული საჭიროება - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

კუპრაძის თქმით, ალტ-ინფო რუსულ სპეცსამსახურებს წარმოადგენს და მათი დასანქცირება გამოიწვევს რუსული შავი ფულის ტრიალის შეზღუდვას საქართველოში.

"ალტ-ინფო და პრორუსული ჯგუფები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, ამ სიტყვის სრული გაგებით, ოპერირებენ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ რუსულ სპეცსამსახურებს. მათი გამოყენების ფინანსური შესაძლებლობების ერთადერთი წყარო არის რუსეთიდან მიღებული შავი ფული, რომლის გათეთრებასაც ქართული ოცნების მხარდაჭერით ისინი ახერხებენ და ევროპარლამენტარების მოწოდება, რომ კოკა მორგოშია ალტ-ინფო და სხვა დონორები დასანქცირდნენ არის საქართველოს ეროვნული საჭიროება იმიტომ, რომ შეიზღუდოს საქართველოში რუსული შავი ფულის ტრიალი" - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

დაასანქცირეთ კოკა მორგოშია. ევროპარლამენტარები რადიკალური დაჯგუფების მეთაურსი შავ სიაში შეყვანას ითხოვენ. ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან, 157  LGBT+ უფლებებზე მომუშავე დეპუტატი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არსებული ჰომოფობიური განწყობებისა და პრაიდ ფესტივალი ჩაშლის გამო. წერილით, რომელიც ევროპარლამენტის წევრებმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ-მიშელსა და პაველ ჰერჩინსკის გაუგზავნეს, ითხოვენ პერსონალური სანქიცები დაუწესდეს ალტ-ინფოს ყველა იმ წევრს, ვინც თავისუფალ ადამიანებს ქუჩა-ქუჩა დევნიდნენ.

მსგავსი სიახლეები