ვითარება გუმათში - დაკავებულებს ადვოკატები ხვდებიან
მძიმე ღამის შემდეგ რიონის ხეობა ისევ პროტესტის ეპიცენტრია - ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ახლა კომპანია "ენკასთან" არიან შეკრებილები და გზა აქვთ გადაკეტილი. რიონის ხეობის მცველები ასევე რჩებიან გუმათის სხვა ლოკაციაზეც. პარალელურად, აქციაზე დაკავებულ 8 პირთან წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატები შედიან.
ისინი იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ჰყავთ მოთავსებული.
პოლიცია აშკარად მოქმედებდა უფლებამოსილების გადამეტებით და სრულიად უკანონოდ არიან დაკავებულები, - ამბობს ადვოკატი.
დაკავებულ 8 პირს სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.