ვაშაძე თუ გვარამია? - ვის ხედავს ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს პრემიერობის კანდიდატად?
ხაბეიშვილი-ვაშაძის ალიანსის შემდეგ, ახლა მთავარი ინტრიგაა, იქნება თუ არა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი - "ტვ პირველის" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ენმ-ს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საკითხზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას ფაქტორს, TV პირველის რეპორტიორი დაინტერესდა, ხედავს თუ არა ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური ტყვეობიდან გათავისუფლებული მედია მენეჯერის ადგილს მის პარტიაში.
ლევან ხაბეიშვილი იქვე ამბობს, რომ გვარამია ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება ბიძინა ივანიშვილი დამარცხებაში:
ნიკა გვარამია თავის გადაწყვეტილება მიიღებს და დარწმუნებული ვარ, იქნება ერთ-ერთი მთავარი ბიძინა ივანიშვილი დამარცხებაში და მოწინავე. ვინც, მაგალითად, გამარჯვების პლატფორმაზე ჩვენთან ერთად არ იქნება ამ დიდ გაერთიანებაში, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციურ ველზე ვინმესთან დაპირისპირება, თუ მათ ქულებს მოუტანს ხაბეიშვილის დაკნინება ან "ნაციონალურ მოძრაობის"ლანძღვას, მეტიც, მივესალმები და აკეთონ ეს ოღონდ რაიმე რეიტინგი და ოღონდ რაიმე მხარდაჭერა მოიპოვონ, მე ეს არ შემაწუხებს. ნიკა გვარამიასნაირ ადამიანს ინატრებს ნებისმიერი პროდასავლური პარტია და ცხადია, ნაციონალური მოძრაობაც, ამიტომ მისი გადაწყვეტილება იქნება"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მაშინ როცა "ამ საკითხზე კონსულტაციებიც კი არ მიმდინარეობს, თემაზე კომენტარის გაკეთება უხერხულია":
ჯერ ერთი პრემიერ მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ არსებობს, თუ მეტყვით ინდივიდუალურად მომეწონება თუ არა ცხადია, მომეწონება ნიკა გვარამიას ყველა შესაძლებლობა აქვს ამის, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ, ვინ იქნება ოპოზიციურ ველზე პირობითად ან რომელიმე პარტიაში ან გაერთიანებაში პრემიერობის კანდიდატი უხერხულია... პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება ეგ მარტო თქვენ გაინტერესებთ მართლა"- განმარტა ხაბეიშვილმა.
მეტიც, კითხვაზე, არჩევანის გაკეთება ვაშაძესა და გვარამიას შორის რომ მოუწიოს, ვის დაუჭერდა მხარს, ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ "ეს არასწორად ფორმულირებული კითხვაა".
არ არის, ეს სწორი ფორმულირება და სწორი კითხვა, მე სხვა ბევრი ადამიანიც მეგულება, ძალიან ნიჭიერი ძალიან განათლებული, ვისაც შეუძლია იყოს პრემიერ მინისტრი. ამიტომ იცით რა არის, უხერხულია. მესმის არ არის სწორი ამ კითხვის ფორმულირება.
მე პარტიის თავმჯდომარე ვარ, პასუხისმგებლობა მაქვს ჩემს ამომრჩეველთან და შესაბამისად ჩემმა ამომრჩეველმა საბოლოო ჯამში და ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის ხედავენ ხვალ მთავრობაში და ვინ როგორ წარმოუდგენიათ და ეს არ არის ინდივიდუალური საკითხი, რომელზეც შეიძლება პირობით მე ვთქვა, რომ მე ეს მომწონს ის მომწონს, მე ორივე მომწონს" - უთხრა "TV პირველს" ლევან ხაბეიშვილმა.