ხაბეიშვილმა მელიას ვაშაძესთან ალიანსის შესახებ ინფორმაცია დაუმალა
ჰქონდა თუ არა ინფორმაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს, რომ გიორგი ვასაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრუნდებოდა?
ირკვევა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიი თავმჯდომარემ საჭიროდ არ ჩათვალა, რომ ინფორმაცია ნიკა მელიასთვის ეცნობებინა.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ მელია ერთ-ერთი რიგითი წევრია.
თქვენ რა სახელიც და გვარიც (ნიკა მელია) მითხარით საერთოდ არანაირ ინტერესს არ აღძრავს ჩემში. კი ბატონო, უბრალოდ დროის გასვლის შემდეგ კონკრეტული ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებას. 500 000 პარტიის წევრი ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას და უფრო გავიზრდებით დარწმუნებული ვარ.
კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური საბჭო, შესაბამისად ეს საქმეები განხილული იყო, გადაწყვეტილება მიღებულია, შესაძლოა ტელევიზიით გაიგოს ვიღაცამ, ფოსტებს არავის არ ვუგზავნით. ჩემი აზრით, არასერიოზულია მართლა, ადამიანები რომლებიც გადაწყვეტენ თავად, რომ ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში იყვნენ და დააკნინონ და ლანძღონ ნაციონალურ მოძრაობა მე მათ ფოსტის ვერაფერს ვერ გავუგზავნი" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.