მიშამ თხარა თხარა და ფარა გამოთხარა - მაჭარაშვილი სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს
"მიშამ თხარა თხარა და ფარა გამოთხარა" - "ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი ოროთახიან "ლუქს" პალატის ნაცვლად იქ უნდა იყოს, სადაც პატიმრები რეალურად იხდიან სასჯელს.
მაჭარაშვილი სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს "კარგად დადგმულ სპექტაკლს" უწოდებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, რომ ბაიდენი და ევროპელი პარლამენტარები ჩაერთოთ საქმეებში.
"პატიმარ სააკაშვილს არავინ არ აწამებს, როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ ის ძლივს გადაადგილდებოდა საჩოჩიალოთი ვნახეთ, რომ მშვენივრად დააჭენებდა საჩოჩიალოს ოროთახიან ლუქს პალატაში. კონსულტაციები პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს ექიმებთან და თუ ექიმები იტყვიან, რომ ის შეესაბამება სტანდარტებს, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ვივა მედის ხელმძღვანელობამაც უნდა თქვას, პირველი სიტყვა მათ ეკუთვნით და ამის შემდეგ მან უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სასჯელს და არა ოროთახიან ლუქს პალატაში. სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა თაღლითობისთვის მოტყუებისთვის იქ ბაიდენიც ჩართეს ამ თემაში, ევროპული ლიდერები ჩართეს, ყველა ჩართეს, რომ როგორმე აქედან დამიხსენით და ამაში მე გადახდილი მაქვს ფულიო. საბოლოოდ დაგვეხმარა "ფარა" გაჟღერდა ის, რომ ეს ყველაფერი წელიწად ნახევრის განმავლობაში მინიმუმ იყო საკმაოდ კარგად დადგმული სპექტაკლი. მიშამ თხარა თხარა და ფარა გამოთხარა". - ამბობს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი.
ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების მოთხოვნით გამოდის. მმართველ პარტიას სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ომი აქვს გაჩაღებული.
პოლონელი ექიმების სკანდალის შემდეგ, "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და პალატიდან ციხის საკანში გადაყვანას საჭიროებს.