"დროა" ენმ-სა და "სტრატეგიასთან" ალიანსში არ იქნება
"ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი "ნაციონალურ მოძრაობაში" ხედავს თავის თავს, "დროა" - არა," - ამ გაცხადებას "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ავრცელებს.
ხოშტარია "ნაციონალურ მოძრაობასა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ალიანსს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ გაერთიანებაში "დროა" არ იქნება.
სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით არასდროს გვქონია საუბარი.
ცალკე მინდა ვთქვა, რომ Zurab Girchi Japaridze Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე სთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად ოყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.
ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს თავის თავს, ‘დროა’ - არა. წარმატებებს ვუსურვებ გიირგისაც და ნაციონალურ მოძრაობასაც საკუთარი ამომრჩეველია მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.
ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებიათვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს,'"- წერს ელენე ხოშტარია.