ევროკავშირის საბჭომ რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა
რუსეთის მიმართ სანქციები ევროკავშირის საბჭომ გაახანგრძლივა. საქმე ეხება ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის, მრეწველობის, ტრანსპორტსა და ფუფუნების სხვა საქონელზე დაწესებულ შეზღუდვებზე.
სანქციები შეეხება რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან ზღვით გადატანის აკრძალვასაც.