მანქანების საეჭვო ექსპორტი - სქემა, რომელიც საქართველოს შეიძლება, სანქციების ფასად დაუჯდეს, გაშიფრულია
აბრეშუმის გზა, რომელიც საქართველოს შესაძლოა, საერთაშორისო სანქციების ფასად დაუჯდეს. საქართველო, სომხეთი, ისევ საქართველო და შემდეგ რუსეთის ფედერაცია - გაშიფრულია სქემა, რომლის მიხედვითაც ამერიკული წარმოების ავტომობილები რუსეთში ხვდება.
გავლენიანი გამოცემა ფაინეშელ თაიმსი მტკიცებულებებს აქვეყნებს.
იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეებმა დასავლური სანქციების სიმძიმე ვერ იგრძნონ, გაირკვა რომ ახალი სქემა მოიფიქრეს. დაზიანებული ამერიკული მანქანები, რომელიც წესით რუსეთში არ უნდა ხვდებოდეს, ჯერ საქართველოში შემოჰყავთ, არემონტებენ, შემდეგ სომხეთში დოკუმენტებს ამზადებენ და შემდეგ ისევ საქართველოდან რუსეთში გზავნიან. ანუ გამოდის რომ სახეზეა სანქციების მე-11 პაკეტის უხეში დარღვეა.
"მანქანები ძირითადად ამერიკიდან ჩამოდის საქართველოში შავი ზღვაში მდებარე ფოთის პორტის გავლით. უმეტესობა მიაქვთ სომხეთში მანქანების განსაბაჟებლად, რადგან ქვეყანას რუსეთთან უბაჟო ვაჭრობა აქვს. ქალაქი გიუმრი არის საკვანძო ჰაბი, საიდანაც მანქანები გადააქვთ ჩრდილოეთით რუსეთისკენ საავტომობილო გზით და კვეთენ საქართველოს ტერიტორიას. ეს სქემა, აშშ-საქართველო-სომხეთი-საქართველო-რუსეთი ერთადერთი არ არის. ასეთი სქემა ძალიან ბევრია და ხის ფესვებივით არის გავრცელებული.
მანქანებს ყიდულობენ შეერთებულ შტატებში მეორად სადაზღვევო აუქციონზე, სადაც მანქანები ჩამოწერილად ითვლება იმ კომპანიების მიერ , რომელიც მანქანების დაზღვევით არიან დაკავებულები. შემდეგ ავტომობილებს საქართველოს და სომხეთის ავტოსახელოსნოებში არემონტებენ. ეს მოგების მარჟას ინარჩუნებს. შემდეგ, შეკეთებული მეორადი მანქანები იყიდება რუსეთში ღირებულებაზე ბევრად მაღალი აფსით, მიუხედავად იმ გრძელი მარშრუტისა, რომელიც მათ აქვთ გასავლელი". - წერს ფაინეშელ თაიმსი.
ავტოიმპორტიორები საქართველოში პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოდან სომხეთში უფრო მეტი ავტომობილის გასვლაა მოსალოდნელი და არ გამორიცხავენ, რომ სომხეთში მოხვედრილი ავტომობილები შემდეგ რუსეთში ხვდება.
იგივე სომხეთთან მიმართებაში 60 ათასი იყო. ეს სადღაც შიდა მოთხოვნის რაოდენობა იყო. ახლა, 6 თვის განმავლობაში გავიდა 10 ათასი ერთეული ავტომობოლი და თუ იგივე ტემპებით გავაგრძელეთ, სავარაუდოდ, კიდე გავა 10 - 15 ათასი. ანუ, რომ გამოვრიცხოთ რომ სომხეთში მოხვედრილი ავტომობილები მერე არ ხდება რუსეთში, ამას, ვფიქრობ, ვერ გამორიცხავს ვერც დარგი, ვერც ასოციაცია, შეიძლება, ვერც საქართველომ ვერ გამორიცხოს, თუ ერთობლივად არ მოხდება მუშაობა, სხვადასხვა სახელმწიფოს შორის". - ამბობს საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძებელი ალექსი ნონიაძე
ეკონომისტები ამბობენ, რომ თუ საქართველო არ შეწყვეტს ამ სქემაში მონაწილეობას, შესაძლოა, ეს ჩვენს ქვეყანას სანქციების ფასად დაუჯდეს.