"მგუდავდნენ" - 21 წლის ახალგაზრდა პოლიციას ძალადობაში ამხელს
21 წლის ლუკა ჟღენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სასტიკ მოპყრობაში ამხელს. "პირველებთან" ინტერვიუში ლაშა ჟღენტი იხსენებს, რომ ქუჩაში პოლიციამ შემოწმების მოტივით გააჩერა და დაარღვია მისი უფლებები - ჩხრეკა გაფრთხილების გარეშე დაიწყეს, მისი მხრიდან ამის გაპროტესტებას კი ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა. 21 წლის ახალგაზრდის თქმით, მასზე ძალადობა პოლიციის მანქანაშიც გაგრძელდა. დაზიანებები ლუკა ჟღენტს ყელისა და სახის არეში აღენიშნება.
მგუდავდნენ," - იხსენებს 21 წლის ბიჭი "პირველებთან".
ამ წუთებში ახალგაზრდა მამაკაცი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაჰყავთ.
"ტვ პირველი" დამატებით დეტალებს 20:00 საათზე, ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვებაში გიჩვენებთ.