რა ბედი ელის სააკაშვილს თუ ხელისუფლებაში „ლელო“ მოვა - ფიქრია ჩიხრაძე პარტიის პოზიციაზე

20.07.23 19:23
რა ბედი ელის სააკაშვილს თუ ხელისუფლებაში „ლელო“ მოვა - ფიქრია ჩიხრაძე პარტიის პოზიციაზე

რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს თუ ხელისუფლებაში „ლელო“ მოვა - „ლელოს“ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პარტიის პოზიციაზე „დღის ამბებში“ საუბრობს.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, "ლელო" მსჯავრის გადავადების იდეას ემხრობა და თვლის, რომ საჭიროა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლოს მესამე პრეზიდენტმა.

ჩვენ ვითხოვდით ყოველთვის მსჯავრის გადავადებას... ის უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას - შესაძლოა ქვეყანაშიც დარჩეს, შეიძლება საერთაშორისო პარტნიორებთან... რაც შეეხება მომავალში რა და როგორ იქნება, სააკაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო შემოქმედი ამ ცუდი სასამართლოსი - მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის, რომელიც ამ ხელისუფლებამ გადაიბარა, მაინც უნდა ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და გადავადება იქნებოდა მსჯავრის თუ ასე შემდგომ, არსებობს მეთოდები, რომლითაც შეიძლებოდა ეს მძიმე ვითარება გადაგვეყვანა არაპოლიტიკურ კალაპოტში და როგორც პატიმარს, როგორც არაჯანმრთელ ადამიანს, მოვქცეოდით, დღეს ასე არ ექცევიან მას,“ - ამბობს ჩიხრაძე.

მსგავსი სიახლეები